დირექტორის მისალმება

 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტი დაარსებიდან დღემდე მუდმივად განვითარების პროცესშია.
შზსუ-ს სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტი ორიენტირებულია ინოვაციაზე, კვლევასა და კონკურენტუნარიანი თაობის აღზრდაზე, რასაც წარმატებით ახორციელებს. ინსტიტუტში ამჟამად ფუნქციონირებს 19 სამაგისტრო და 6 სადოქტორო პროგრამა. ამასთან, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს აქვთ საუკეთესო შესაძლებლობა სალექციო კურსები გაიარონ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველ და უცხოელ პროფესორებთან. გარდა ამისა, უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში.
ინსტიტუტის დიდ უპირატესობას წარმოადგენს საღამოს სწავლება, სწავლის გადახდის მოქნილი გრაფიკი, სტუდენტთა სოციალურ-კულტურული საქმიანობის ხელშეწყობა; რაც შეეხება დასაქმებას, ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული სწავლების უახლესი მეთოდები, გაცვლითი პროგრამები და მაღალკვალიფიციური აკადემიური კადრები განაპირობებს იმ ფაქტს, რომ, როგორც მაგისტრანტებისა და დოქტორანტების, ასევე ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა 99% დასაქმებულია.