განისაზღვრა შიდა მობილობის ვადები გაზაფხულის სემესტრისათვის:
2018 წლის 8 იანვარი – შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ აკადემიურ პროგრამებზე ვაკანტური ადგილების რაოდენობის განსაზღვრა;
2018 წლის 9 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით – შიდა მობილობის წესით ფაკულტეტის / პროგრამის შეცვლის მსურველის განცხადების რეგისტრაცია;
2018 წლის 15 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით კრედიტების აღიარება ჩასარიცხ პირთა შესახებ გადაწყვეტილების მომზადება;
2018 წლის 29 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით – შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება;
2018 წლის 5 თებერვალი – შიდა მობილობის წესით სტუდენტის ფაკულტეტის / პროგრამის შეცვლის შესახებ რექტორის ბრძანების მომზადება.