2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შიდა მობილობის ვადები განისაზღვრა
1. 2018 წლის 22 ივნისი - შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე ვაკანტური ადგილების რაოდენობის განსაზღვრა;
2. 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით - შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია;
3. 2018 წლის 2 ივლისიდან 2018 წლის 13 ივლისის ჩათვლით - კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადება;
4. 2018 წლის 20 აგვისტოდან 2018 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით - შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტთა შორის ახალი ხელშეკრულებების გაფორმება;
5. 2018 წლის 25 აგვისტო - შიდა მობილობის წესით ახალ პროგრამებზე ჩასარიცხ პირთა შესახებ რექტორის ბრძანების მომზადება.