შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით მაგისტრანტობის/დოქტორანტობის კანდიდატებისათვის
საბუთების მიღება: 26 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე.
(26 აგვიტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაგისტრანტობის კანდიდატებზე ვრცელდება 20% ფასდაკლება თითოეულ სასწავლო წელზე)
ელექტრონული რეგისტრაცია / საბუთების მიღება
მაგისტრანტობის/დოქტორანტობის კანდიდატმა აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროს მითითებულ ბმულზე: რეგისტრაცია
და საბუთები წარმოადგინოს 26 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტში.
სამაგისტრო პროგრამები:
- აშშ-ს საგარეო ურთიერთობები
- ზოგადი განათლების ადმინისტრირება
- განათლების ადმინისტრირება
- ინგლისური ფილოლოგია
- მარკეტინგი
- მენეჯმენტი
- ფინანსები (ინგლისური სექტორი)
- ფინანსები (ქართული სექტორი)
- საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა
- კომპიუტერული მეცნიერება
- შედარებითი კომერციული სამართალი (ქართული ინგლისური კომპონენტებით)
სადოქტორო პროგრამები:
- განათლების მეცნიერებები
- ამერიკისმცოდნეობა
- ბიზნესის ადმინისტრირება
- კომპიუტერული მეცნიერება
საბუთების ჩამონათვალი:
1. აპლიკაციის ფორმა
2. პასპორტის ასლი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში პირადობის მოწმობის ასლი;
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი,ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესამაბისი ხარისხის მინიჭების შესახებ; უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
4. დიპლომის დანართის, ასეთის არარსებობის შემთხვევაში ნიშნების ფურცელის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
5. საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ასეთის არარსებობის შემთხევაში სამაგისტრო საგამოცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი (მაგისტრანტობის აპლიკანტებისათვის)
6. სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
7. ორი ფოტოსურათი, ელ. ვერსიასთან ერთად (CD);
8. რეზიუმე(CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე;
9. საკვლევი თემის გეგმა (Research Proposal) - (მხოლოდ დოქტორანტობის კანდიდატებისათვის).
ზემოთ ჩამოთვლილი საბუთები ამობეჭდილი სახით (მითითებული დოკუმენტები ნოტარიულად დამოწმებული) უნდა წარმოადგინოთ 26 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე. არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
მისაღები გამოცდების თარიღები
მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის:
ინგლისური ენა: 16 სექტემბერი - 18:30 B 004; B 101
სპეციალობა: 17 სექტემბერი - 18:30 B 004 B 101
დოქტორანტურის კანდიდატებისათვის:
ინგლისური ენა: 23 სექტემბერი, 15:00 B 004.
ინტერვიუ-გასაუბრება: 24 - 26 სექტემბერი, A101
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების საკითხები
__________________________________________________
სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტი
Institute of Postgraduate Studies
E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.