სადოქტორო პროგრამა

ბიზნესის ადმინისტრირება

პროგრამის კოორდინატორი

ასოც.პროფ. დოქტ. მეთინ მერჯანი

ელ-ფოსტა : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 
მოკლე აღწერა

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მიზანს წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო აკადემიური ინსტიტუტებისა და ბიზნესის სექტორისთვის მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ დასახული მიზნების მაქსიმალურ განხორციელებას, პრობლემური საკითხების გადაჭრას და მათი კვლევის სფეროსა და ორგანიზაციების განვითარებას.სადოქტორო დონეზე ჩატარებული კვლევა საშუალებას აძლევს სტუდენტს წვლილი შეიტანოს არსებული ცოდნის განახლებასა და გაღრმავებაში.პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჩამოყალიბდნენ როგორც წარმატებული მკვლევარები და შესაბამისი დარგის (მენეჯმენტი/მარკეტინგი/ფინანსები) ექსპერტები.

ძლიერი  მხარეები
სადოქტორო პროგრამის სიძლიერე გამოხატულია სლოგანით „საერთაშორისო განათლება, საერთაშორისო დასაქმება“. პროგრამის მისია არის უზრუნველყოს დოქტორანტები  საერთაშორისო დონის შესაბამისი განათლების უმაღლესი ხარისხით და სათანადო კვლევითი უნარ-ჩვევებით, რომლებსაც შეეძლებათ გახდნენ აკადემიური დარგის ლიდერები  და პროფესიული ექსპერტები; განავითარონ სამეცნიერო კვლევები და ხელი შეუწყონ სამეცნიერო პროგრესს.
კვლევებისა და პუბლიკაციების შესაძლებლობა: კვლევისა და პუბლიკაციებისთვის შზსუ-ში არსებობს მრავალი შესაძლებლობა,  მაგალითად, შზსუ-ს ბიზნეს-ჟურნალი,  „აბრერშუმის გზის“ ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, სხვადასხვა სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციები საქართველოში და საზღვარგარეთ, სადაც შზსუ-ს აქვს მონაწილეობის დიდი გამოცდილება.
კარიერული შესაძლებლობები
შზსუ-ს ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორს შეუძლია იმუშავოს როგორც კომერციულ ისე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, საჯარო მმართველობის და სხვა მსგავსი მიმართულებებით. მას შეუძლია აგრეთვე ჩაატაროს სამეცნიერო კვლევები  თავის დარგში.
დასაქმების შესაძლებლობა
შზსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი შეიძლება დასაქმდეს: უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებში; საჯარო და კერძო ბიზნეს კომპანიებში; მას-მედიისა და  საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრებში; როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი.
მიღება
საქართველოს მოქალაქე  დოქტორანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:
  • ინფორმაცია საგანმანათლებლო და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ (რეზიუმე);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ქონა. 
  • ინგლისურ ენაში B 2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება. 
  • საკვლევი თემის პროექტი ინგლისურ ენაზე.
  • გასაუბრება.
    • განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება 
    • განმცხადებელს, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული 
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 3 წელი, 180 ECTS
მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
სწავლის საფასური: 4500 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 3000 აშშ დოლარი
შეღავათები:
  • -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ :  (+995 32) 2595005/06/07  (208)
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.