ამერიკისმცოდნეობა

პროგრამის კოორდინატორი/Program Coordinator

Prof. Dr. Tamar Shioshvili / პროფ. დოქტორი თამარ შიოშვილი

E-mail : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

მოკლე აღწერა
ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარული სადოქტორო პროგრამა შეისწავლის ამერიკის შეერთებულ შტატებს შემდეგ კონცენტრაციებზე დაყრდნობით: XX საუკუნის ამერიკული ლიტერატურა, ამერიკის პოლიტიკის ისტორია (XX საუკუნე), საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის მომავალი როლი, შერეულკულტურათა სწავლება შეერთებულ შტატებში. ეს არის საქართველოში ერთადერთი ინგლისურენოვანი პროგრამა, რომლიც ინგლისურ ენაზე დოქტორანტებს სთავაზობს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს. 
ამერიკაში 60-იან წლებში სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობამ, ვიეტნამის ომმა და ქალთა მოძრაობამ გამოიწვია კულტურული დაძაბულობა. ამ მოვლენების საპასუხოდ ამერიკის შესწავლამ თავისი საზღვრები გააფართოვა, დაარღვია დისციპლინარული საზღვრები და გზა გაუხსნა მულტიდისციპლინარულ  და ინტერდისციპლინარულ პროგრამას. აქედან გამომდინარე ჩვენი პროგრამა არის მულტიდისციპლინარული და ამავდროულად ინტერდისციპლინარული.
ძლიერი მხარეები
პროგრამის მიზანია სტუდენტებს გაუღრმავოს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამით გათვალისწინებული ცოდნა ამერიკული საზოგადოების ფორმირების შესახებ, რათა უკეთ გაითავისონ ზესახელმწიფოს განვითარების და ამერიკული ცხოვრების ამსახველი სხვადასხვა ასპექტები.
პროგრამა გულისხმობს მაღალკვალიფიციური აკადემიური კადრების მომზადებას და მათ ჩართვას სამეცნიერო კვლევაში. პროგრამა გათვალისწინებულია მათთვის, ვისაც სურს დაამუშაოს თეორიული მასალა ამერიკის კულტურის წარსულის, თუ ახლანდელი პერიოდის შესასწავლად და წარმართოს სერიოზული კვლევა პროფესიულ სფეროში. დოქტორს ამერიკისმცოდნეობის სფეროში ექნება სათანადო კომპეტენცია, ცოდნა და შესაძლებლობა აწარმოოს დამოუკიდებელი კვლევა, ნათლად გამოხატოს თავისი შეხედულებები, როგორც ზეპირად, ასევე წერით, რათა მიესადაგოს საერთაშორისო აკრედიტებული მეცნიერებათა დოქტორის მოთხოვნებს.
კარიერული შესაძლებლობები
უნივერსიტეტის ლექტორი, დიპლომატიური სარბიელი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოები, ამერიკული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო ცენტრები, გამომცემლობები, ბიბლიოთეკები, ინგლისური ენის სპეციალისტი, თარჯიმანი.
მიღება
საქართველოს მოქალაქე  დოქტორანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება
  • ინფორმაცია საგანმანათლებლო და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ (რეზიუმე);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ქონა. 
  • ინგლისურ ენაში C1 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება. 
  • საკვლევი თემის პროექტი ინგლისურ ენაზე.
  • გასაუბრება.
    • განმცხადებელი ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება, თუ  მას აქვს ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული 
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 3 წელი, 180 ECTS
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ამერიკისმცოდნების დოქტორი
სწავლის საფასური: 3540 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 2500 აშშ დოლარი
შეღავათები:
  • -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.
ტელ: (+995 32) 2595005/06107, 
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.