თურქული ფილოლოგია

პროგრამის კოორდინატორი/Program Coordinator

Prof. Dr. Ilyas Ustunyer / პროფ. დოქტორი ილიას უსთუნიერ

 

E-mail : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

მოკლე აღწერა
ფილოლოგია არის ენისა და ლიტერატურის შესწავლა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ცნობიერების განვითარებას ენასა და ლიტერატურის სფეროებში, სადაც აისახება კულტურის, ეროვნული აზრის, პიროვნებისა და საზოგადოების მნიშვნელობები. წარმატებული ფილოლოგიური განათლება ნიშნავს კულტურათაშორის გაცნობასა და წარმატებულ კომუნიკაციას. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აუცილებელია პროფესიონალი ფილოლოგების ყოლა.
პროგრამის მიზანია ჩამოყალიბდეს კვალიფიციური მეცნიერი, რომელიც დააკმაყოფილებს ფილოლოგიური სკოლების, კერძო და საჯარო ორგანიზაციების საჭიროებებს; უზრუნველყოს სტუდენტები თანამედროვე  განათლებით და მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები ფილოლოგიის მეცნიერებათა დარგში; შეიქმნას ახალი მიმდინარეობა შესაბამის სფეროში და გაუმჯობესდეს საგანმანათლებლო შესაძლებლობები.
სადოქტორო პროგრამის დასრულების შედეგად კანდიდატი მიიღებს დადგენილი სავალდებულო სტანდარტების მიხედვით სრულყოფილ ცოდნას, რათა მიენიჭოს დოქტორის აკადემიური ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დარგში. მეცნიერებათა დოქტორის პრეფესიული კომპეტენციისათვის, გარდა შესაბამის დარგში არსებულ კვლევებზე, დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევით სამუშაოებზე დაყრდნობით კონკრეტულ თემასთან  დაკავშირებით ექნებათ შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი შეხედულებები. 
ასევე, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ახალი ცოდნის ჩამოყალიბების პროცესში და სრულიად დააკმაყოფილონ დოქტორის მეცნიერებათა ხარისხის თანამედროვე მოთხოვნები. სადოქტორო პროგრამის მეშვეობით დოქტორანტ სტუდენტებს ჩამოუყალიბდებათ შესაბამისი უნარ-ჩვევები როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად.
აგრეთვე, დოქტორანტ სტუდენტს შეეძლება განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობები და კრიტიკულად შეაფასოს დასრულებული სამეცნიერო ნაშრომი; შეიძინოს თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასებისათვის საჭირო უნარი და მიიღოს ცოდნა ფილოლოგიისა და ლიტერატურის ტერმინოლოგიის შესახებ; შეიძინოს უნარი საკუთარი შეხედულებების ფორმირებაში როგორც ისტორიულ, ასევე  თანამედროვე ფილოლოგიის, ლინგვისტურ, ლიტერატურულ და სხვა შესაბამის საკითხებზე.
ძლიერი მხარეები
ეს არის უაღრესად თანამედროვე პროგრამა, უახლესი საგანმანათლებლო რესურსებით, თანამედროვე სასწავლო პროგრამებით, სილაბუსებითა და სწავლების მეთოდებით, მაღალკვალიფიციური პერსონალით. 
დოქტორანტ სტუდენტებს ლექციებს უკითხავენ თურქეთიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური პროფესორები. 
სადოქტორო პროგრამა თურქულ ფილოლოგიაში მომზადებულია თურქეთის უნივერსიტეტებში არსებული თურქული ფილოლოგიის პროგრამების სასწავლო კურსების გათვალისწინებით. 
გაცვლითი პროგრამები
სტუდენტებს ეძლევათ მრავალფეროვანი შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.
დასაქმებისთვის აუცილებელი უნარები
მოვამზადოთ თურქული ფილოლოგიის დოქტორები თანამედროვეობის მოთხოვნების შესაბამისად.
კარიერული შესაძლებლობები
მიმდინარე პროგრამის კურსდამთავრებულებს თურქული ფილოლოგიის განხრით შეუძლიათ დასაქმდნენ უნივერსიტეტებში, არქივებში, კერძო და სახელმწიფო სამეცნიოერო-კვლევით დაწესებულებებში.
 
საქართველოს მოქალაქე დოქტორანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება
  • ინფორმაცია საგანმანათლებლო და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ (რეზიუმე);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ქონა შესაბამის დარგში;
  • თურქულ ენაში C 1 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება;
  • სპეციალობის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა;  
  • საკვლევი თემის პროექტი თურქულ ენაზე;
  • გასაუბრება;
    • განმცხადებელს, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული თურქულენოვანი სამაგისტრო  პროგრამათურქული ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული 
მისანიჭებელი ხარისხი: დოქტორი ფილოლოგიაში
სწავლების ენა: თურქული
სწავლის ხანგრძლივობა და კრედიტები: 3 წელი, 180 ECTS
სწავლის საფასური: 3540 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 2500 აშშ დოლარი
შეღავათები:
  • -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.
საკონტაქტო პირი: პროფ. დოქტ. ილიას უსთუნიერი
ტელ: (+995 32) 2595005/06/07  შიდა:169
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
                      This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
 
 
 სასწავლო გეგმა
 
სავალდებულო კურსები  
 

·         თანამედროვე სწავლების პრინციპები (Iსემესტრი)

·         ლიტერატურის თეორია (Iსემესტრი)

·         თურქული ენის უცხოელთათვის სწავლების თეორიები (Iსემესტრი)

·         კვლევადა მისი მეთოდები თურქულ ფილოლოგიაში (II სემესტრი)

·         დარგობრივი სემინარი (II სემესტრი)

·         თურქული ენის სინტაქსი (IIსემესტრი)

·         დისერტაცია(კვლევითი კომპონენტი)(III-IV სემესტრი)   

არჩევითი კურსები

·         შედარებითი ლიტერატურა (II სემესტრი)

·         პროფესორის ასისტირება    (II სემესტრი)