საერთაშორისო ურთიერთობები

 
 

პროგრამის კოორდინატორი

ასოც.პროფ.დოქტ. ივანნა მაჩიტიძე

 

მოკლე აღწერა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში ისწავლება ინგლუსურად და გააჩნია ძლიერიკვლევითი კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები პროფესიონალ მკვლევარებად ყალიბდებიან. სასწავლო პროცესის ინტენსიურობა უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების სიღრმისეულ სწავლებას, ხოლო კვლევის მეთოდების სწავლების გზით ხდება დისციპლინისეპისტომოლოგიური და ონტოლოგიური საკითხების გააზრება. ამავე დროს აკადემიური პრაქტიკის უზრუნველყოფით დოქტორანტებს საშუალება აქვთ, არა მხოლოდ შეიძინონ ცოდნა, არამედ გადასცენ ის სხვებს.შზსუ-ს პროფესორის ასისტენტის რანგში მათ საშუალება აქვთ, პრაქტიკაში გამოიყენონსწავლების უნარები. ყველაფერთან ერთად პროგრამა სტუდენტებს უქმნის შესაფერის გარემოს ხანგრძლივი და ხარისხიანიკვლევის განსახორციელებლად.

ჩვენი სასწავლო პროგრამის ფარგლებში დოქტორანტები უზრუნველყოფილნი იქნებიან შესაბამისი თანამედროვე ლიტერატურითა და ინტერნეტ-რესურსებით, ასევე ძირითადი და არჩევითი კურსების სილაბუსებით და თანამედროვე სწავლების მეთოდებით. სალექციო კურსებს წარუძღვებიან კვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ პედაგოგიური და პრაქტიკული გამოცდილება (ელჩები, დიპლომატები).    
კვლევების განხორციელების შესაძლებლობა
დოქტორანტებს გააჩნიათ შესაძლებლობა განახორციელონ კვლევები და გამოაქვეყნონ თავიანთი ნაშრომები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალში, უფასოდ მიიღონ მონაწილეობა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ეძღვნება საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს, აგრეთვე, „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის ჩატარების ერთ-ერთი ორგანიზატორიც გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი მაქსიმალურად ხელს შეუწყობს დოქტორანტების მონაწილეობას სხვა კონფერენციებში თუ სემინარებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.   
კარიერული შესაძლებლობები
დოქტორანტურის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება დაიკავოს აკადემიური თანამდებობა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ან სხვა რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, განახორციელოს დიპლომატიური საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროში ან შესაბამის დეპარტამენტში სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში (როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე), აგრეთვე, წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ პერსონალს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, დასაქმდეს შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მიღება
საქართველოს მოქალაქე  დოქტორანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება
 
  • ინფორმაცია საგანმანათლებლო და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ (რეზიუმე);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ქონა. 
  • ინგლისურ ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება. 
  • საკვლევი თემის პროექტი ინგლისურ ენაზე.
  • გასაუბრება.
    • განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება 
    • განმცხადებელს, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული 
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 3 წელი, 180 ECTS
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოსოფიის დოქტორი (საერთაშორისო ურთიერთობები)
სწავლის საფასური: 4200 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 2500 აშშ დოლარი
შეღავათები:
  • -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.
საკონტაქტო ინფორმაცია: 
ტელ: (+995 32) 2595005/06107, 
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
 
                                                                   
                                                                      სასწავლო გეგმა
 

#

კურსის კოდი

კურსის დასახელება

ECTS

პირველი კურსი I სემესტრი

1

HUM603

უმაღლესიგანათლებისპედაგოგიკა

10

2

INT111

კვლევისმეთოდოლოგია

10

3

INT006

საერთაშორისოურთიერთობები: ტრადიციულითეორიები

10

პირველი კურსი II სემესტრი

1

INT007

საერთაშორისოურთიერთობები: კრიტიკულითეორიები

10

2

INT005

სემინარისაერთაშორისოურთიერთობებში

10

3

INT337

პროფესორისასისტირება

10

მეორე და მესამე კურსი, სემესტრი III-VI

1

DIS700

დისერტაცია

120