შედარებითი კომერციული სამართლი

მოკლე აღწერა

2015 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ქართულენოვანი შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ინგლისური კომპონენტებით. პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს სიღრმისეული და სისტემური ცოდნა კომერციულ სფეროში, უპირატესად, კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა მოწესრიგების შესახებ. სამართლის ნებისმიერი მიმართულების შესწავლისას მხოლოდ ეროვნულ ნიადაგზე მიღებული ცოდნა ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვემოთხოვნებს, რაც აუცილებელიასამართალმცოდნისათვის და ამიტომ პროგრამაში შემავალ სასწავლო დისციპლინებში წარმოდგენილი თემატიკა განიხილება რომანული, გერმანული, ინგლისური და აშშ-ის საერთო სამართლის, ასევე ევროპული კავშირის სამართლის ანალოგებთან შედარების მეთოდით. კომპარატივისტიკაზე დაფუძნებული სწავლება სტუდენტისათვის არსებული ცოდნის გაღრმავების, აზროვნების თვალსაწიერის ზრდისა და პრობლემური საკითხების ინოვაციური გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა. ქართველ სპეციალისტებთან ერთად სწავლების ყველა სემესტრში ჩართულია უცხოელი პროფესიონალები. არჩევითი საგნების მრავალფეროვანი ჩამონათვალიდან სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა მისთვის სასურველ ქვედარგსა თუ დისციპლინაში ინგლისურ ენაზე მოისმინოს პროგრამასთან ასოცირებული იტალიელი ჰოლანდიელი, გერმანელი და ამერიკელი პროფესორებისა თუ პრაქტიკოსი სპეციალისტების ლექციები.

 

ძლიერი მხარეები

·         ცოდნის გაღრმავება შედარებითსამართლებრივი მეთოდის მეშვეობით;

·         ევროპული კავშირის სამართალზე განსაკუთრებული ორიენტაცია;

·         უცხოელი პროფესორების მიერ წარმოდგენილი სასწავლო კურსები (ინგლისურ ენაზე);

·         სამეცნიერო კვლევებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობა;

·         დამოუკიდებელი კვლევისათვის აუცილებელ რესურსებზე წვდომა და მეთოდოლოგიური კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა;

·         საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა;

·         დასაქმების ხელშეწყობა.

 

გაცვლითი პროგრამები

შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტთან გაფორმებულია მემორანდუმები, რომელთა მეშვებითაც სტუდენტებს ეძლევათ სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის ფართო არჩევანი. პარტნიორ უნივერსიტეტთა ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ:  https://iro.ibsu.edu.ge/en/partnership/networks

 

კვლევების განხორციელების  შესაძლებლობა:

სტუდენტებსაქვთშესაძლებლობა,მონაწილეობა მიიღონ კვლევით პროექტებში, რომლებიც წარიმართება სამართლის ფაკულტეტის ფარგლებში. ფაკულტეტი იწყებს თანამედროვე სამართლის ჟურნალის გამოცემას, რომელშიც, კლასიკური ფორმით სამეცნიერო  კვლევათა შედეგების პუბლიკაციასთან ერთად, შესაძლებელია ემპირიული მასალის (მართლმსაჯულების ორგანოთა) შესწავლისა და განზოგადების განხორციელება სპეციალურ რუბრიკაში. ჟურნალის ცალკე ნაწილი ეძღვნება სტუდენტურ ნაშრომებს.

სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ როგორ ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ, ისე სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.

 

კარიერული შესაძლებლობები

კურსდამთავრებულის პროფესიული საქმიანობის სფეროა:

·         ადგილობრივი და საერთაშორისო იურიდიული კომპანიები;

·         არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს კომპანიები;

·         საჯარო სამსახურის სტრუქტურები შესაბამისი პროფილით;

·         საკონსულტაციო კომპანიები;

·         სხვა ორგანიზაციები, სადაც საჭიროა იურისტის კვალიფიკაციის მქონე კადრი.

კურსდამთავრებულს, ასევე შეუძლია, გააგრძელოს სწავლა უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე - სამართლის დოქტორანტურში, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

მიღების წინაპირობები

·         სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

·         საერთო სამაგისტრო გამოცდა (ან ამის გარეშე, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში);

·         საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (B2) (ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან პირები, რომელთაც ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა ინგლისურენოვანი საგანმანთლებლო პროგრამის დასრულების შედეგად ან აქვთ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესი

 
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული
 https://iro.ibsu.edu.ge/en/international-admissions/admissions
 
მისანიჭებელი ხარისხი: სამართლის მაგისტრი
სწავლების ენა: ქართული (ინგლისურენოვანი კომპონენტებით)
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 4500 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 2500 აშშ დოლარი
შეღავათები:
  •   25% შზსუ-ის სამართლის ბაკალვრებისთვის
  • -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციას გაივლის 2017 წლის 21 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
  • -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

       (სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე) 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: (+995 32) 2595005/06/07
ელ-ფოსტა:  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. 
 
 
 
 
 

სამაგისტრო პროგრამები