ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი

მოკლე აღწერა
თანამედროვე ბიზნესისა და  ეკონომიკის სხვადასხვა დარგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სულ უფრო მზარდი გამოყენება. საინფორმაციო ტექნოლოგიები გადამწყვეტი როლს თამაშობენ ბიზნესისა და ეკონომიკის ყველადარგში.  საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სათანადო მენეჯერული ტექნიკის მეშვეობით. პროფესიული აი-ტი მენეჯერები ამცირებენ როგორც პროდუქციის, ასევე საოპერაციო ხარჯებს პოულობენ რა სწრაფ და მოხელხებულ გადაწყვეტილებებს წარმოებისა და მართვის პროცესების გაადვილების მიზნით, რათა მეტი ძალისხმევა მოხმარდეს პროდუქტის განვითარებასა და მისი ხარისხის ამაღლებას. სასწავლო პროცესი მორგებულია სტუდენტთა მისწრაფებებსა და ბაზრის მოთხოვნებს. სტუდენტები ატარებენ ბაზრის კვლევას და აწარმოებენ გამოკითხვებს რათა უკეთ შეისქავლონ საბაზრო შესაძლებლობები. ჩვენი სტუდენტები ქმნიან პროცედურებსა და სისტემებს რომელიც მიმართულია გააადვილოს საბაზრო შესაძლებლობები და თანამედროვე კვლევითი აღჭურვილობით წაუძღვნენ საკუთარ ორგანიზაციას დღევანდელ კონკურენტულ გარემოში. უნარები, რაზეც ყურადღებას ამახვილებს პროგრამა მოიცავს შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას, გადაწყვეტილების მიღებას, კომუნიკაციის უნარს, რაც მნიშვნელოვანია მათი შემდგომ კარიეკის წინსვლაში. პრორგარა ასევე სტუდენტს სთავაზობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას სტაჯირების კომპონენტის მეშვეობით როგორც საჯარო ასევე საზოგადო სექტორში.
ძლიერი მხარეები: ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიციურ პრაქტიკოს კადრებსა და ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს რომელიც არჭურვილია თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით; ბაზარზე ორიენტირებულ კურიკულუმს პრობლემაზე დაფუძვნებული სწავლებით;  მოხერხებულ განრიგსა და შეზღუდული უნარების მქონე პირთა მხარდაჭერას; 
გაცვლითი პროგრამები: სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტი მომავალ კოლეგებთან საზღვარგარეთ სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე. ადვილად აღიარებადი საკრედიტო სისტემისა და მორგებადი პროგრამების საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ სემესტრი გაატარონ განსხვავებულ გარემოში და გაიღრმავონ მათ მიერ არჩეული პროფესია. 
დასაქმების სფერო  
ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთ ბიზნესის პროცესების კომპლექსულად აღქმის გარემოს რათა ინტერდისციპლინარულმა სპეციალისტმა მიიღოს ეფექტური გადაწყვეტილება, განახორციელოს იგი თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენი კურსდამთავრებულები არიან წამყვანი მამოძრავებელი ძალა ბიზნესის პროცევებში საბაზრო ეკონომიკისა და კონკურენტული გარემოს პირობებში. 
 
მიღება  
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • B ტესტის ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის   წარმატებით ჩაბარება.
  • სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება. 
  • უცხო ენაში B2 დონისშიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება.
    • განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება 
    • განმცხადებელს,რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი/თურქულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური/თურქული ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული 
მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი აი-ტი მენეჯმენტში
სწავლების ენა: 1.ინგლისური 2. ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS

სწავლის საფასური: 4500ლარი

სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 2500 აშშ დოლარი

შეღავათები:

  • -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციასგაივლის 2017 წლის 21 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
  • -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

         (სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)

საკონტაქტო ინფორმაცია: 
ტელ: (+995 32) 2595005/06/07
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. 
 
 
სავალდებულო კურსები
 

·         კვლევის მეთოდები

·         მათემატიკური ლოგიკა ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტში

·         ინფორმაციულიტექნოლოგიების, კომპიუტერულისისტემებისადაქსელებისუსაფრთხოება

·         პროგრამული ინჟინერია და IT პროექტების მენეჯმენტი

·         გადაწყვეტილებათა მიღების მენეჯერული სტრატეგია

.         საწარმოს რესურსების დაგეგმარების სისტემები

 

  არჩევითი კურსები

·         სისტემური პროგრამირების მეთოდები და გარემო

·         ინფორმაციული სისტემებისა და პროცესების მოდელირება და  მენეჯმენტი

·         ვებ-ტექნოლოგიები

·         დაპროექტების ავტომატიზებული სისტემები და კომპიუტერული გრაფიკა

·         IT-ფილოსოფია და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი 

·         რაოდენობრივი მეთოდები მენეჯერებისთვის

·         მონაცემთა ბაზების სისტემების გაძლიერებული კურსი

·         ალგორითმიზაცია და ხელოვნური ინტელექტი

.         ფინანსური მენეჯმენტი

 

 

 
 
 

სამაგისტრო პროგრამები