მარკეტინგი

პროგრამის კოორდინატორი

დოქტ. ავთანდილ გაგნიძე

 

მოკლე აღწერა 

მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორი თანამედროვე, კონკურენტუნარიანი მარკეტოლოგებით, რომელთაც გააჩნიათ საერთაშორისო პრაქტიკის თანამედროვე ტენდენციებისა  და სპეციფიკის ღრმა ცოდნა. სასწავლო პროცესი მორგებულია სტუდენტთა მისწრაფებებსა და ბაზრის მოთხოვნებს. სტუდენტები ატარებენ ბაზრის კვლევას და აწარმოებენ გამოკითხვებს რათა უკეთ შეისქავლონ საბაზრო შესაძლებლობები. უნარები, რაზეც ყურადღებას ამახვილებს პროგრამა მოიცავს შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას, გადაწყვეტილების მიღებას, კომუნიკაციის უნარს, რაც მნიშვნელოვანია მათი შემდგომ კარიეკის წინსვლაში. პრორგარა ასევე სტუდენტს სთავაზობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას სტაჯირების კომპონენტის მეშვეობით როგორც საჯარო ასევე საზოგადო სექტორში.

ძლიერი მხარეები 
ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიციურ პრაქტიკოს კადრებსა და ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს რომელიც არჭურვილია თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით; ბაზარზე ორიენტირებულ კურიკულუმს პრობლემაზე დაფუძვნებული სწავლებით; მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს მარკეტინგული სწავლების სრულ თეორიასა და პრაქტიკას; მასში გამოიყენება მარკეტინგის უახლესი ლიტერატურა, თანამედროვე სტილის ქეისებზე ორიენტირებული სწავლება. 
 
გაცვლითი პროგრამები 
სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტი მომავალ კოლეგებთან საზღვარგარეთ სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე. ადვილად აღიარებადი საკრედიტო სისტემისა და მორგებადი პროგრამების საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ სემესტრი გაატარონ განსხვავებულ გარემოში და გაიღრმავონ მათ მიერ არჩეული პროფესია. 
 
დასაქმება
საგანმანათლებლო პროგრამა მარკეტინგში მიმართულია საჭირო უნარების შესაძენად  მარკეტინგის მკვლევარის, მომხმარებელთა სპექტრის ანალიზის, ბაზრის სეგმენტაციისა და მომხმარებლის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით მარკეტინგის სპეციალისტის ჩამოყალიბებაზე, რომელიც შეძლებს მარკეტინგული ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებასს და პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას. მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთვარებულები იქნებიან წამყვანი სპეციალისტები რომლებიც შექმნიან საპრომოციო პროგრამებს, გამოიკვლევენ მომხმარებელთა საჭიროებებს, საზოგადოებას გააცნობენ ორგანიზაციას და მის ძლიერ მხარეებს კონკურენციიულ გარემოში. 
 
მიღება  
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • B ტესტის ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის   წარმატებით ჩაბარება.
  • სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება. 
  • უცხო ენაში B2 დონისშიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება.
    • განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება 
    • განმცხადებელს,რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი/თურქულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური/თურქული ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული
 
მისანიჭებელი ხარისხი
ბიზნესის ადმინისტრირების  მაგისტრი  მარკეტინგში.
სწავლების ენა: 1. ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS

სწავლის საფასური: 4500ლარი

სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 2500 აშშ დოლარი

შეღავათები

  • - 20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციას გაივლის 2017 წლის 21 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
  • - 15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

          (სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)

საკონტაქტო ინფორმაცია

სწავლის ღირებულების და შეღავათების შესახებ იხილეთ ბმული: 
ტელ :  (+995 32) 2595005/06/07  
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
 
 
სასწავლო გეგმა
 
სავალდებულო კურსები
 

·         კვლევის მეთოდები ბიზნესისთვის

·         მენეჯერული ეკონომიკა

·         რაოდენობრივი მეთოდები მენეჯერებისათვის

.          მარკეტინგული კვლევა

·         თვისობრივი მარკეტინგული კვლევა

·         მარკეტინგული დაზვერვის თეორია

·         მარკეტინგული გეგმის შედგენა და ანალიზი

.          რეკლამადა საზოგადოებასთან ურთიერთობა

·         ჰოლისტიკური მარკეტინგი

·         პრომოცია და რეკლამა

 .        ბრენდინგის მეთოდები 

 

  არჩევითი კურსები

·         მარკეტინგული ქეისები და ანალიზი

·         სოციალური მარკეტინგის განვითარებული კურსი - ქეისები და ანალიზი

·         გაძლიერებული კურსი პროექტის მართვაში

·         საინფორმაციო ტექნოლოგიები ბიზნესში

·         საზოგადოებასთან ურთიერთობის კეისები და ანალიზი

·         ბრენდინგის განვითარებული კურსი - ქეისები და ანალიზი

 .       სტრატეგიული მენეჯმენტი - ქეისები და ანალიზი 

 

 

 

 

 

 
 
 
 

სამაგისტრო პროგრამები