სამაგისტრო პროგრამა

მენეჯმენტი

პროგრამის კოორდინატორი

პროფ.დოქტ. ავთანდილ გაგნიძე

ელ-ფოსტა : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 მოკლე აღწერა

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მენეჯმენტში მიზანია ბიზნესის  მართვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს მოამზადოს სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნაბიზნესის მართვის სფეროებში. მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა გარდა თეორიული კურსებისა, მოიცავს ინტერაქტიურ სემინარებსა დატრენინგს, პრეზენტაციებსა და ჯგუფურ მუშაობას, რის შედეგადაც მაგისტრს გაუადვილდება როგორც ბიზნესის მართვის სფეროში არსებული თეორიული პრობლემების ანალიზი, ისე რეალურ ბიზნეს-სიტუაცებში გარკვევა და მათი მართვა. სწავლების პროცესში გაითვალისწინებულია სტუდენტების მისწრაფებები და სურვილები,  ბიზნესის და ინდუსტრიის განვითარების საერთაშორისო ტენდენციები და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.

პროგრამის ამოცანაა  მაქსიმალურად დაუახლოვოს სტუდენტი პრაქტიკას, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში სტაჟირებებით, ასევე პროფესიულ წრეებთან აქტიური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმების გამოყენებით. ამ მიზნით პროგრამაში სხვაღონისძიებებთან ერთად გათვალისწინებულია ურთიერთობები ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
 
ძლიერი მხარეები
მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სიძლიერე გამოხატულია სლოგანით „საერთაშორისო განათლება, საერთაშორისო დასაქმება“. პროგრამის მისია არის უზრუნველყოს მოტივირებული სტუდენტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების უმაღლესი ხარისხით. ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიციურ კადრებსა და ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს რომელიც არჭურვილია თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით; ბაზარზე ორიენტირებულ კურიკულუმს პრობლემაზე დაფუძვნებული სწავლებით;  მოხერხებულ განრიგსა და შეზღუდული უნარების მქონე პირთა მხარდაჭერას;
გაცვლითი პროგრამები
სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტი მომავალ კოლეგებთან საზღვარგარეთ სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე. ადვილად აღიარებადი საკრედიტო სისტემისა და მორგებადი პროგრამების საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ სემესტრი გაატარონ განსხვავებულ გარემოში და გაიღრმავონ მათ მიერ არჩეული პროფესია. 
დასაქმება
მენეჯმენტში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით კურსდამტავრებულებს აქვთ დასაქმების შესაძლებლობა როგორც ლიდერი, მაღალი რანგის მენეჯერი ან აღმასრულებელი დირექტორი როგორც საჯარო სექტორში ასევე კერძო  სამართლის იურიდიულ პირებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საბაზრო ეკონომიკასა და კონკურენციის პირობებში. სტუდენტებს ასევე შეეძლებათ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
მიღება  
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • B ტესტის ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის   წარმატებით ჩაბარება.
  • სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება. 
  • უცხო ენაში B2 დონისშიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება.
    • განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება 
    • განმცხადებელს,რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი/თურქულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური/თურქული ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: 
მისანიჭებელი ხარისხი 
  • ბიზნესის ადმინისტრირების  მაგისტრი მენეჯმენტში.
სწავლების ენა: 1. ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS

სწავლის საფასური: 4500ლარი

სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 3000 აშშ დოლარი

შეღავათები:

  • -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციასგაივლის 2018 წლის 27 აგვისტოდან10 სექტემბრის ჩათვლით.
  • -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

         (სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ :  (+995 32) 2595005/06/07   (315)
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.