ფინანსები

 
 

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანი

პროგრამის კოორდინატორი

ასოც.პროფ.დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი

E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

რატომ ფინანსები?
 
საფინანსო სექტორის ხვედრითი წილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებაში კიდევ ერთხელ უპირატესობას ანიჭებს კვალიფიციურ ფინანსურ მენეჯერებს, რომელთაც შეუძლიათ დააკმაყოფილონ თანამედროვე მოთხოვნები, მართონ ფინანსური კაპიტალი, პორტფელები, რისკების მართვის კუთხით კომპეტენტური რჩევა მისცენ და მიიღონ მართებული საინვესტიციო გადაწყვეტილება. 
პროგრამის არწერა
პროგრამა მიზნად ისახავს პრაქტიკულ მოთხოვნებზე ორიენტირებული, შრომის ბაზარზე  კონკურენტუნარიანი მენეჯერების მომზადებას, რომლებსაც ექნებათ საფინანსო სფეროების (საბანკო და სადაზღვევო საქმე, კაპიტალის ბაზარი, კორპორაციული ფინანსები და სხვა) ღრმა და სისტემური ცოდნა და სათანადო უნარ ჩვევები. პროგრამის ძირითადი  ამოცანაა სწავლების პროცესის ორგანიზება სტუდენტთა მისწრაფებებისა და სურვილების, აგრეთვე საერთაშორისო ტენდენციებსა და ქვეყნის სპეციფიკის გათვალისიწინებით. ჩვენი სტუდენტები შეძლებენ დამოუკიდებლად განხორციელონ   კვლევების უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით და თავიანთი წვლილი შეიტანონ საფინანსო სექტორისა და ორგანიზაციების განვიარებაში. უნარები, რაზეც ყურადღებას ამახვილებს პროგრამა მოიცავს შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას, გადაწყვეტილების მიღებას, კომუნიკაციის უნარს, რაც მნიშვნელოვანია მათი შემდგომ კარიეკის წინსვლაში. პრორგარა ასევე სტუდენტს სთავაზობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას სტაჯირების კომპონენტის მეშვეობით როგორც საჯარო ასევე საზოგადო სექტორში. 
ძლიერი მხარეები
ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიციურ კადრებსა და ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს რომელიც არჭურვილია თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით; ბაზარზე ორიენტირებულ კურიკულუმს პრობლემაზე დაფუძვნებული სწავლებით;  მოხერხებულ განრიგსა და შეზღუდული უნარების მქონე პირთა მხარდაჭერას; პარტნიორული ურთიერთობები ბიზნესისა და საფინანსო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან (მათ შორისაა: საბანკო ასოციაციია, სადაზღვევო ბიზნესის ასოციაცია, საქართველოს სერტიფიცირებულ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოება, საქართველოს საფონდო ბირჟა და სხვ.
გაცვლითი პროგრამები
სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტი მომავალ კოლეგებთან საზღვარგარეთ სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე. ადვილად აღიარებადი საკრედიტო სისტემისა და მორგებადი პროგრამების საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ სემესტრი გაატარონ განსხვავებულ გარემოში და გაიღრმავონ მათ მიერ არჩეული პროფესია. 
დასაქმება: ფინანსებში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით კურსდამტავრებულებს აქვთ დასაქმების შესაძლებლობა როგორც საჯარო სექტორში ასევე კერძო  სამართლის იურიდიულ პირებში, როგორც ფინანსური ექსპერტი რომელსაც შეუძლია ამოიცნოს ბაზრის უპირატესობები, შექმნას შესაბამისი სტრატეგია და განახორციელოს იგი. სტუდენტებს ასევე შეეძლებათ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
მიღება  
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • B ტესტის ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის   წარმატებით ჩაბარება.
  • სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება. 
  • უცხო ენაში B2 დონისშიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება. 
    • განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება 
    • განმცხადებელს,რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული 
მისანიჭებელი ხარისხი 
  • ბიზნესის ადმინისტრირების  მაგისტრი ფინანსებში.
სწავლების ენა: 1.ქართული, 2. ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 4500 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 2500 აშშ დოლარი
შეღავათები:
  • -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციასგაივლის 2017 წლის 21 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
  • -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

      (სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ :  (+995 32) 2595005/06/07   
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. 
 

 

სამაგისტრო პროგრამები