კომპიუტერული მეცნიერება

პროგრამის კოორდინატორი/ Program Coordinator
ოკან ერაი/Okan Eray 
 
 

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის

ვიცე-დეკანი

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 
მოკლე აღწერა
კომპიუტერული მეცნიერების შესწავლით თქვენ ეცნობით მის ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე უახლესი ტექნიკის გამოყენებასა და პრაქტიკული სისტემების განვითარების გზებს. პროგრამა საშუალებას გაძლევთ პრობლემების გადაჭრის ლოგიკური გზების ძიებით და კომპიუტერული პროგრამების დახმარებით შეისწავლოთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებათა მიღების გზები. კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა ასევე დაგეხმარებათ ჩაერთოთ ახალი სისტემების განვითარების მიზნით შექმნილ  პროექტებში, რაც ინდივიდუალური და გუნდური მუშაობისთვის საჭირო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენი პროგრამის ფარგლებში შეიძენთ პრაქტიკულ გამოცდილებასაც, რაც  ტექნიკისადმი თქვენი ინტერესების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ძლიერი მხარეები
ჩვენივე შესაძლებლობა შევქმნათ ინოვაციური, ერთობლივი კვლევები, რომლებიც დიდი მასშტაბისა და სირთულის პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს. კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის კვლევითი ნაწილი ემსახურება თეორიული კომპიუტერული მეცნიერებისა და კომპიუტერული სისტემების სიღრმისეულ შესწავლას.
კარიერული შესაძლებლობები
კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთვარებულთათვის კარიერული განვითარების შესაძლებლობები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს: პროგრამირება და პროგრამის განვითარება, ინფორმაციული სიტემები, ქსელები, უსაფრთხოება, კვლევა კომპიუტერულ მეცნიერებაში, ინტერნეტი და ა.შ.
კურსდამთავრებულებს აქვთ ასევე შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ  სადოქტორო პროგრამაზე და გახდნენ. აკადემიური სამყაროს ღირსეული წევრები 
გაცვლითი პროგრამები: სტუდენტებს ეძლევათ მრავალფეროვანი შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.
მიღება  
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • B ტესტის ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის   წარმატებით ჩაბარება.
  • სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება. 
  • უცხო ენაში B2 დონისშიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება. 
    • განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება 
    • განმცხადებელს,რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული 
მისანიჭებელი ხარისხი: ინჟინერიის მაგისტრი კომპიუტერულ მეცნიერებაში.
სწავლების ენა: 1.ინგლისური 2. ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 3540 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 2500 აშშ დოლარი
შეღავათები:
  • -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციასგაივლის 2017 წლის 21 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
  • -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

        (სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)

საკონტაქტო ინფორმაცია 
ტელ: (995 32) 259 55 05/06/07                  
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
 

 

სასწავლო გეგმა

სავალდებულო კურსები

 ვებ ტექნოლოგიები

 მონაცემთა ბაზების სისტემების გაძლიერებული კურსი

 სამაგისტრო ნაშრომი

  კვლევის მეთოდოლოგია

 კომპიუტერული ქსელები და უსაფრთხოება

  მათემატიკური ლოგიკა კომპიუტერული მეცნიერებისთვის

არჩევითი კურსები

  სისტემების ანალიზი და დიზაინი

  ციფრული გამოსახულების დამუშავების გაძლიერებული    კურსი

  ალგორითმების გაძლიერებული კურსი

  მათემატიკური სტატისტიკა

  ალგორითმების ანალიზი

  ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებული კურსი

  პროექტების მართვა

  დეკლარაციული დაპროგრამების ენები

 

სამაგისტრო პროგრამები