ამერიკისმცოდნეობა

 

პროგრამის კოორდინატორი

პროფ.დოქტ.თამარ შიოშვილი

E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

მოკლე აღწერა
ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა შედგენილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა ამერიკისმცოდნეობაში ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე დაყრდნობით, ამერიკის ექსპერტის სპეციალობით. პროგრამა, რომელიც გვთავაზობს როგორც მულტიდისციპლინარულ, ასევე ინტერდისციპლინარულ სასწავლო კურსებს, ემყარება სხვადასხვა ამერიკული უნივერსიტეტის თანამედროვე სწავლების მეთოდიკას. პროგრამის ფარგლებში  სტუდენტები ეცნობიან  ისეთ მრავალფეროვან   სასწავლო კურსებს  როგორებიცაა: ამერიკის ცივილიზაცია, ლიტერატურული კრიტიკა, ამერიკის პოპულარული კულტურა, ამერიკის გეოგრაფია და რეგიონალური თავისებურებანი, ამერიკისმცოდნეობა და გლობალიზაცია, ამერიკული მასმედია და პოლიტიკა. ეს სასწავლო კურსები იკითხება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, მათ შორის არიან საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ მოწვეული ამერიკელი ფულბრაიტის პროგრამის მეცნიერები.
ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ ფუნდამენტალური, ღრმა და სისტემური ცოდნა ამერიკის ისტორიაზე დაფუძნებულ ინტერდისციპლინარულ სავალდებულო სასწავლო კურსებში: ამერიკის ცივილიზაცია, ამერიკის მთავრობა და მედია. ამასთანავე სტუდენტები შეძლებენ გამოიკვლიონ, რა როლს თამაშობს კულტურა, განსაკუთრებით მასობრივი კულტურა (ფილმი, ტელევიზია, მუსიკა, რეკლამა და სხვ.) ამერიკელების ცხოვრებაში. 
ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა დაეხმარება სტუდენტებს შეისწავლონ, თუ რას ფიქრობს თვით ამერიკელი ხალხი საკუთარ თავზე, ქვეყანაზე. გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან  კვლევის მეთოდებს,  აღნიშნული ეხმარება მათ სრულყოფილი თეორიული სამაგისტრო ნაშრომის მომზადებაში. 
პროგრამის ძლიერი მხარეები
პროგრამა აღჭურვილია თანამედროვე ლიტერატურით, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო გეგმით, მრავალფეროვანი არჩევითი სასწავლო კურსებით და სწავლების უახლესი მეთოდებით, რომლებსაც ეფექტურად იყენებს პროგრამაში ჩართული მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი.
კურსდამთავრებულთა უმეტესი ნაწილი დასაქმებულია სამინისტროებში, საჯარო და კერძო ორგანიზაციების სხვადასხვა (მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობის) დეპარტამენტებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებში.
გაცვლითი პროგრამები
სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების  უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.
დასაქმება
საელჩოები, ამერიკული ორგანიზაციები, საზოგადოებასთან ურთიერთობების ოფისები, კულტურის განყოფილებები, სახელმწიფო მართვის ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები. 
მიღება
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • A ტესტის ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება.
  • სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება. 
  • უცხო ენაში B2 დონისშიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება. 
    • განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება 
    • განმცხადებელს,რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული 
მისანიჭებელი ხარისხი: ამერიკისმცოდნების მაგისტრი 
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლის ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 3540 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 2500 აშშ დოლარი
შეღავათები:
  • 20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციას გაივლის 2017 წლის 21 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
  • 15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან. 

           (სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 
ტელ: (+995 32) 2595005/06107, 
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
 
 

სამაგისტრო პროგრამები