აშშ-ს საგარეო ურთიერთობები

 

პროგრამის კოორდინატორი

პროფ.დოქტ.თამარ შიოშვილი

E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 
მოკლე აღწერა
 
ამერიკის ისტორიისა და პოლიტიკისადმი სტუდენტების განსაკუთრებულმა დაინტერესებამ გვიბიძგა შეგვექმნა სამაგისტრო პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობებში. აღნიშნული პროგრამა ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ერთგვარ ,,გაგრძელებას“ წარმოადგენს, რამეთუ იგი აღრმავებს სტუდენტების ცოდნას ამერიკის ისტორიაში, პოლიტიკაში, ამერიკის კულტურასა და საზოგადოებაში, უზრუნველყოფს ამერიკის უნიკალურ ემიგრაციულ წარსულთან დაკავშირებულ აშშ-ს საშინაო და საგარეო საკითხების ფუნდამენტალურ შესწავლას.
ძლიერი მხარეები
პროგრამა ეფუძნება გამოცდილ კონცეფტუალურ ჩარჩოს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეისწავლონ ამერიკის პოლიტიკის სხვადასხვა წყაროები. პროგრამის სასწავლო კურსები ორიენტირებულია თანამედროვე საკითხებზე, დებატებზე, გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე ამერიკის ისტორიის კონტექსტში. 
პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს საშუალება დაინახონ და გაანალიზონ ის ძალები, რომლებიც საფუძვლად უდევს ამერიკის საგარეო პოლიტიკის უწყვეტობას, თანამიმდევრობასა და ცვლილებებს. სწორედ კონცეპტუალურ, თეორიულ და ისტორიულ კომპონენტებზე დაფუძნებული  სასწავლო კურსები ეხმარება მკვლევარებს აწარმოონ საფუძვლიანი თეორიული კვლევა ამერიკის საგარეო ურთიერთობებში. 
პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ საელჩოებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამერიკულ ორგანიზაციებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტებში, კულტურის და უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტებში, პარლამენტში, ისტორიის მუზეუმში, არქივში, უნივერსიტეტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში.
გაცვლითი პროგრამები
სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების  უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.
დასაქმება
საელჩოები, საგარეო საქმეთა სამინისტრო (ამერიკის განყოფილება), რეინტეგრაციის სამინისტრო, ამერიკული ორგანიზაციები, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტები, კულტურის დეპარტამენტები, პარლამენტი, ისტორიის მუზეუმი, არქივი, უცხოეთთან ურთიერთობის კომიტეტები, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები
მიღება  
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • A ტესტის ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის   წარმატებით ჩაბარება.
  • სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება. 
  • უცხო ენაში B2 დონისშიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება. 
    • განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება 
    • განმცხადებელს,რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული 
მისანიჭებელი ხარისხი: ამერიკისმცოდნეობის მაგისტრი
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლის ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 3540 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 2500 აშშ დოლარი
შეღავათები:
  • -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციასგაივლის 2017 წლის 21 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
  • -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

              (სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)

საკონტაქტო პირი: 
ტელ: (+99532) 2595005/06/07
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
 
 
 

სამაგისტრო პროგრამები