კავკასიოლოგიის სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის კოორდინატორი/Program Coordinator

 PhD. George Mchedlishvili / გიორგი მჭედლიშვილი

 

 

მოკლე აღწერა

პროგრამის მიზანი ეყრდნობა შრომის ბაზრის და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის მოთხოვნებს და მიმართულია კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მოსამზადებლად ისეთ მნიშვნელოვან დისციპლინებში როგორებიცაა ანტროპოლიგია, ლინგვისტიკა, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, კავკასიის რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. კერძოდ, კავკასიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია:

  • პროფესიონალი კადრების მომზადება, რომელთაც ექნებათ ღრმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ ინტერდისციპლინარული პროგრამის ყველა დარგში;
  • ყურადღება დაეთმოს სწრაფად ცვლად საბაზრო მოთხოვნებზე ორიენტირებულ სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს ჩამოყალიბდნენ თანამედროვე, საერთაშორისო მოთხოვნების შესაფერის კონკურენტუნარიან სპეციალისტებად; 
  • თეორიული ცოდნის შეძენასა და გაღრმავებასთან ერთად, დიდი ყურადღება დაეთმოს ქეისებს და პრაქტიკული ამოცანების განხილვებს საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებზე და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე;
ძლიერი მხარეები
პროგრამა ეფუძნება გამოცდილ კონცეფტუალურ ჩარჩოს, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს შეისწავლონ ძირითადი რეგიონული, ტრანსრეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირება და შიდა სტრუქტურა,კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ენერგო უსაფრთხოების პოლიტიკა,გარე სამყაროს (აშშ-ს, ევროკავშირის, ევროპის ძირითადი ქვეყნების, რუსეთის, თურქეთის, ირანის და სხვა) საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, რეგიონალიზმისა და რეგიონული ურთიერთობების არსი.ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების, მათ შორის საერთაშორისო ტერორიზმის და კონტრ-ტერორიზმის საკითხები. 
გაცვლითი პროგრამები
სტუდენტებს ეძლევათ მრავალფეროვანი შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.
დასაქმების სფერო
პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა სახელმწიფო/კომერციული/არასამთავრობო/საერთაშორისო  ორგანიზაციებში,  მათ შორის პარლამენტის კულტურის კომიტეტში, საგარეო ურთიერთობების კომიტეტში, ისტორიულ მუზეუმებში, არქივში, ხელნაწერთა ინსტიტუტში, კულტურის სამინისტროში, განათლების სამინისტროში, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში, რეინტეგრაციის სამინისტროში, უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებებში, თავდაცვის სამინისტროში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, კვლევის ცენტრებში.  
განსაკუთრებული პრიორიტეტი მაგისტრებს მიენიჭებათ იმ ორგანიზაციებში, რომლებსაც ესაჭიროებათ პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ექსპერტები. მაგისტრებს ასევე შეეძლებათ გააგრძელონ სწავლა დოქტორანტურაში.
მიღება  
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • A ტესტის ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის   წარმატებით ჩაბარება.
  • სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება. 
  • უცხო ენაში B2 დონისშიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება. 
    • განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება 
    • განმცხადებელს,რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული 
მისანიჭებელი ხარისხი: კავკასიოლოგიის  მაგისტრი  
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლის ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 3540 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 2500 აშშ დოლარი
შეღავათები:
  • -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციასგაივლის 2017 წლის 21 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
  • -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

        (სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)

საკონტაქტო ინფორმაცია: 
ტელ: (+99532) 2595005/06/07
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
 
 

 

 
 
 

სამაგისტრო პროგრამები