თურქული ფილოლოგია

 

 
პროგრამის კოორდინატორი
პროფ.დოქტ.ილიას უსთუნიერ

E-mailThis email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

მოკლე აღწერა
 
წერილობით ისტორიულ წყაროებში ფილოლოგია ნიშნავს ენის შესწავლას. ის წარმოადგენს ლიტერატურათმცოდნეობის, ისტორიისა და ენათმეცნიერების (ლინგვისტიკის) ერთობლიობას. წარმატებული განათლება ფილოლოგიაში ნიშნავს წარმატებულ კომუნიკაციას ხალხს, ქვეყნებს, კულტურასა და ლინგვისტიკას  შორის. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გვქონდეს არა მხოლოდ თვითგამოხატვა, არამედ  კულტურული კოდექსების სწორად გადმოცემა, როგორც წერილობით, ასევე ზეპირი ფორმით. თურქული ფილოლოგიის სპეციალისტების მომზადება თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით ძალზედ მნიშვნელოვანი და აქტუალურია, ვინაიდან ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთი ცვლილება თუ რეფორმა განხორციელდა ამ დარგში.
პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს თანამედროვე ცოდნა და მოამზადოს კვალიფიციური სპეცილაისტები ფილოლოგიის დარგში; რადგან პროგრამა თურქულენოვანია, სტუდენტები მშობლიური ენის დონეზე განავითარებენ  ვერბალურ უნარს თურქულ ენაში.
პროგრამის განმავლობაში სამაგისტრო კანდიდატები დაეუფლებიან თურქულ ფილოლოგიაში მაგისტრის ხარისხის მისანიჭებლად საჭირო სავალდებულო სტანდარტებით დადგენილ ღირებულებებს. ისინი დაეუფლებიან არგუმენტაციის უნარს და შეძლებენ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი თემაზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ მიერ ჩატარებულ კვლევასთან; ასევე შეიძენენ უნარს, რომელიც შესაბამის დარგში ხელს შეუწყობს ახალი მიდგომების ფორმირებასა და დაფუძნებას; შეიძენენ ფილოლოგიური ტერმინების დაუფლება-გამოყენების უნარს პრეზენტაციებსა და ანალიზებში.
აგრეთვე, სამაგისტრო კანდიდატებს ჩამოუყალიბდებათ კვლევითი ნაშრომის წერის უნარი და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაგეგმარების უნარი ფილოლოგიის სფეროში; გარდა ამისა მოპოვებული თეორიების საფუძველზე შეძლებენ კრიტიკულად  შეაფასონ სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის დარგში. 
ძლიერი მხარეები: ეს არის უაღრესად თანამედროვე პროგრამა, უახლესი საგანმანათლებლო რესურსებით, თანამედროვე სასწავლო პროგრამებით, სილაბუსებითა და სწავლების მეთოდებით, მაღალკვალიფიციური პერსონალით. 
სტუდენტებს ლექციებს უკითხავენ თურქეთიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური პროფესორები. 
თურქული ფილოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს (CoHE)  მიერ აღიარებულ ექვივალენტურ დიპლომს. 
გაცვლითი პროგრამები
სტუდენტებს ეძლევათ მრავალფეროვანი შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.
დასაქმებისთვის აუცილებელი უნარები:  მოვამზადოთ თურქული ენის ფილოლოგები თანამედროვეობის მოთხოვნების შესაბამისად, რომელთაც შეეძლებათ დასაქმდნენ სკოლებში, საგამომცემლო რედაქციებში, არქივებში. 
კარიერული შესაძლებლობები: მიმდინარე პროგრამის კურსდამთავრებულებს თურქული ენისა და ლიტერატურის განხრით შეუძლიათ დასაქმდნენ სკოლებში, უნივერსიტეტებში, არქივებში, კულტურის განყოფილებებში, გამომცემლობებსა და კერძო თუ სახელმწიფო სამეცნიოერო-კვლევით დაწესებულებებში.
სამაგისტრო პროგრამა თურქულ ფილოლოგიაში მეცნიერული კვლევის მიზნით სტუდენტებს უქმნის მყარ საფუძველს შემდგომ  საფეხურზე სწავლების გასაგრძელებლად - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამებზე და მასთან გათანაბრებულ სასწავლო პროგრამებზე. 
მიღება:
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება
  • ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შემდეგი მიმართულებებით: თურქული ფილოლოგია, თურქოლოგია, თურქულის მცოდნეობა, თანამედროვე თურქული ენის დიალექტები და ლიტერატურა, სასკოლო პრაქტიკის კურსდამთავრებული თურქულ ენასა და ლიტერატურაში, თურქული ენის სწავლების მიმართულება, სოციალურ კვლევების სწავლების მიმართულება;
  • A ტესტის ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება სპეციალობაში და თურქულ ენაში B2 დონეზე; 
    • განმცხადებელს, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული თურქულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) თურქული ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული 
მისანიჭებელი ხარისხი:  მაგისტრი თურქულ ფილოლოგიაში
სწავლების ენა: თურქული
სწავლის ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 3540 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 2500 აშშ დოლარი
შეღავათები:
  • -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციასგაივლის 2017 წლის 21 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
  • -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

         (სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)   

 

საკონტაქტო პირი: პროფ. დოქტ. ილიას უსთუნიერი
ტელ: (+995 32) 2595005/06/07  შიდა:169
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
                      This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
 
 

სამაგისტრო პროგრამები