ზოგადი განათლების ადმინისტრირება

 

 
პროგრამის კოორდინატორი
პროფ.დოქტ. ნიკოლოზ ფარჯანაძე
E-mail : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
 
მოკლე აღწერა
 
თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ძლიერი სასკოლო განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია ქართული საზოგადოებისათვის. შესაბამისად, სასკოლო სისტემის მართვასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას დიდი ყურადღება ეთმობა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ზოგადი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს ზოგადი განათლების სფეროს ადმინისტრატორი, რომელიც  იცნობს  როგორც სწავლა-სწავლების ზოგადპედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს, ასევე გააჩნია განათლების ადმინისტრირების კონკრეტულ საკითხების სპეციფიური ცოდნა - განათლების სფეროს     ლიდერობა    და     ადმინისტრირება, საგანმანათლებლო        პოლიტიკა,        ზოგადი განათლების საკანონმდებლო ბაზა და ზოგადი განათლების სისტემის მართვის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.
ძლიერი მხარეები
პროგრამის მომზადების პროცესში ჩართული იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და თბილისის რამოდენიმე სკოლის დირექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი. ასევე გათვალისწინებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები. შესაბამისად, პროგრამა მაქსიმალურად დახვეწილია და ორიენტირებულია სტუდენტს მიაწოდოს ღირებული თეორიული ცოდნა, ჩამოუყალიბოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გაუღვივოს ზოგადი განათლების        ადმინისტრირების        სფეროს
კვლევისა და პრაქტიკული მუშაობის მიმართ ღრმა ინტერესი. პროგრამაზე სწავლების მაღალ ხარისხს განაპირობებს გამოცდილი აკადემიური პერსონალი, მდიდარი ბიბლიოთეკა და სტუდენტის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული სასწავლო გარემო.
გაცვლითი პროგრამები
სტუდენტებს ეძლევათ მრავალფეროვანი შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.
დასაქმების სფეროები
ადმინისტრაციული მუშაკი განათლების სფეროში - სკოლის საშუალო და ზემო რგოლის ადმინისტრატორი, დაწყებითი და საშუალო სკოლის დირექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალი. ასევე, არის დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების პერსპექტივა. 
მიღება  
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • A ტესტის ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის   წარმატებით ჩაბარება.
  • სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება. 
  • უცხო ენაში B2 დონისშიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება. 
    • განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება 
    • განმცხადებელს,რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული 
მისანიჭებელი ხარისხი: განათლების მაგისტრი 
სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 3540 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 2500 აშშ დოლარი
შეღავათები:
  • -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციასგაივლის 2017 წლის 21 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
  • -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

         (სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)      

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: (+995 32) 2595005/06/07
ელ-ფოსტა:   This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
 
 

სამაგისტრო პროგრამები