სამაგისტრო პროგრამა

საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა

პროგრამის კოორდინატორი

ასოც.პროფ.დოქტ. ივანნა მაჩიტიძე

ელ-ფოსტა : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

მოკლე აღწერა

საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ სწავლაზე მორგებულ მეტად დინამიურგარემოს სტუდენტებისშეზღუდული რაოდენობისთვის. მცირე ჯგუფების და კვალიფიციური ქართველი თუ უცხოელი პროფესორების მეშვეობით პროგრამა უზრუნველყოფს აკადემიური განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტების აკადემიურ დისკურსში სრული ჩართულობით, აქტიურიდისკუსიების უზრუნველყოფით, კონსტრუქციული დებატების ორგანიზებითადა სხვა აქტივობების მეშვეობით. პროგრამას გააჩნია ძლიერი კვლევითი კომპონენტი რომელიც უმეტესად ფოკუსირებულია საქართველოზე, მის შემოგარენზე და საგარეო პოლიტიკაზე. და ბოლოს, სავალდებულო საგნების გარდა, რომლებიც ორიენტირებულია სტუდენტებისთვის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის საკვანძო საკითხების სწავლებაზე, მაგისტრანტებს მრავალფეროვანი არჩევითი კურსების საშუალებით შეუძლიათ გაიღრმავონ ცოდნა სასურველსფეროებში.

გაცვლითი პროგრამები

სტუდენტებს ეძლევათ მრავალფეროვანი შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.
კარიერული შესაძლებლობები
მაგისტრატურის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება განახორციელოს დიპლომატიური საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროში ან შესაბამის დეპარტამენტში სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში (როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე), აგრეთვე, წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ პერსონალს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, დასაქმდეს შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციაში, განახორციელოს სამეცნიერო კვლევა.  
მიღება  
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • A ტესტის ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის   წარმატებით ჩაბარება.
  • სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება. 
  • უცხო ენაში B2 დონისშიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება. 
    • განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება 
    • განმცხადებელს,რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული:
მისანიჭებელი ხარისხი: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში.
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლის ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 4200 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 3000 აშშ დოლარი
შეღავათები:
  • -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციას გაივლის 2018 წლის 27 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
  • -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

          (სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)   

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (512)
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.