უმაღლესი განათლების ადმინისტრირება

 

პროგრამის კოორდინატორი/Program Coordinator

Prof. Dr. Natela Doghonadze / პროფ. დოქტორი ნათელა დოღონაძე

 

E-mail : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

მოკლე აღწერა
ტერმინი "განათლებაზე დაფუძნებული საზოგადოება", რომელიც პიტერ დრუკერმა  პირველად 1969 წელს გამოიყენა, საზოგადოებაში დამკვიდრდა 1990-იან წლებში და დღემდე ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას. მსოფლიო სამიტი თემაზე "ინფორმაციული საზოგადოება" (ჟენევა, 2003 წლის 10-12 დეკემბერი) წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ საერთაშორისო ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც აღნიშნულია ის მთავარი ფასეულობა, რომელსაც დრესდღეობით ხალხი ფლობს - მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები. 
ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოება გულისხმობს  ისეთი ტიპის საზოგადოებას, რომელიც  აუცილებელია კონკურენციასა და წარმატების ფონზე მოახდინოს ცვლილებები თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ დინამიკაში. ეს ეხება  განათლებულ საზოგადოებებს, რომლებიც ეყრდნობიან  საკუთარი მოქალაქეების ცოდნას, რათა მართონ ამავე საზოგადოების ეკონომიკის ინოვაციურობა, მეწარმეობა და დინამიზმი.
იმისათვის, რომ გახდე წარმატებული საქმიანი ადამიანი, პროგრამისტი, იურისტი, ექიმი და ა.შ.,  უნდა მიიღო მაღალი ხარისხის განათლება, რომელიც შესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ეს შეუძლებელია განათლების დარგში კვალიფიციური მასწავლებლების და განათლების ადმინისტრატორების,  მკვლევარებსა და ნოვატორების გარეშე. სწორედ ამიტომ სამაგისტრო პროგრამებს განათლებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ უმაღლესი განათლების სისტემაში.
განმანათლებლის მუშაობა არის შრომატევადი, ემოციური, მოითხოვს დიდ დროსა და ენერგიას, მორალურ და იურიდიულ პასუხისმგებლობას და ასევე ღრმა და ფართო მულტიდისციპლინურ ცოდნას. მეორეს მხრივ, ეს სამუშაო, რბილად რომ ვთქვათ, არ მიეკუთვნება მაღალანაზღაურებად სამუშაოთა რიგს. სამაგიეროდ, მას აქვს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი არამატერიალური „ჯილდოები“: განმანათლებლის კმაყოფილება ცალკეული სტუდენტის წარმატებასა და წინსვლაში მისი წვლილის შეტანასთან დაკავშირებით, როგორც მისი ქვეყნის, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განმანათლებელი უფრო მეტი სტუდენტის სიყვარულსა და პატივისცემას იძენს, ვიდრე სხვა რომელიმე პროფესიის წარმომადგენელს შეუძლია.
ძლიერი მხარეები: პროგრამა შემუშავებული იქნა საერთაშორისო TEMPUS პროექტის Mahatma 530311-TEMPUS-1 2012-1-AM-TEMPUS-JPCR (2012-4000 / 001-001)-ის ფარგლებში - სამაგისტრო პროგრამა
უმაღლესი განათლების მენეჯმენტში
ლიდერების განვითარება საგანმანათლებო  ტრანსფორმაციის მართვაში.  ამგვარად, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სპეციალისტების მიერ შეტანილი ღირსეული წვლილის შედეგად ეს პროგრამა აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის ძალიან თანამედროვე პროგრამა, უახლესი საგანმანათლებლო რესურსებით, თანამედროვე კურიკულუმებით, სილაბუსებითა და სწავლების იმ მეთოდებით, რომლებიც გამიყენება  აღნიშნული პროექტის ფარგლებში სპეციალურად გადამზადებული და კვალიფიციურად დაკომპლექტებული კადრების მიერ.
გაცვლითი პროგრამები
სტუდენტებს ეძლევათ მრავალფეროვანი შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.
დასაქმება: განათლებისა და  მისი ადმინისტრირების დარგში მიღებული ცოდნა,  ისევე როგორც პროფესიული/აკადემიური ინგლისური ენის ცოდნა; პროგრამებისა და სილაბუსების შედგენა-შეფასება; პროექტების შემუშავება და კვლევითი საქმიანობის ჩატარება უმაღლესი განათლების ადმინისტრირებაში საშუალებას მისცემს კუსდამთავრებულს  დასაქმდეს როგორც , ადმინისტრაციული პერსონალის  პოზიციაზე უმაღლესი განათლების დარგში. ასევე შესაძლებელია სწავლის გაგრძელება სადოქტორო საფეხურზე.
მიღება  
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • A ტესტის ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის   წარმატებით ჩაბარება.
  • სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება. 
  • უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება. 
    • განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება 
    • განმცხადებელს, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული 
მისანიჭებელი ხარისხი: განათლების მაგისტრი განათლების ადმინისტრირებაში
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 3540 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 2500 აშშ დოლარი
შეღავათები:
  • -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციას გაივლის 2017 წლის 21 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
  • -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

             (სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ :  (+995 32) 2595005/06/07  შიდა: 163
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. 
                     This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
 
 
 
 
 
სავალდებულო კურსები 
 

·         კვლევის მეთოდები

·         უმაღლესი განათლების ადმინისტრირება

·         ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლეს განათლებაში

·         უმაღლესი განათლების პედაგოგიკა

·         უმაღლესი განათლების ლიდერობა

·         უმაღლესი განათლების სისტემის საკანონმდებლო ბაზა

·         განათლების ფინანსური მენეჯმენტი

·         პრაქტიკა

·         სამაგისტრო ნაშრომი

 

არჩევითი კურსები

·         ზოგადი და უმაღლესი განათლების ფსიქოლოგია

.         კურიკულუმისა და სილაბუსის შემუშავება უმაღლეს განათლებაში         

.         ზრდასრულთა განათლება

·         უმაღლესი განათლების ისტორია

·         შეფასების მეთოდები უმაღლეს განათლებაში

·         გლობალური განათლება

·         განათლების სოციოლოგია

·         კულტურა და აკადემიური მიღწევები განათლებაში

·