უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტის და ამსტერდამის უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის 18-23 ოქტომბერს მოეწყო მასტერკლასი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში. მასტერკლასი ჩაატარა ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორმა მაურიტიუს ვიჯფელსმა, რომელიც ამჟამად მსოფლიო ბანკის მრჩეველია საერთაშორისო ინვესტიციების სფეროში, კერძოდ შეერთებულ შტატებში წარმოებული ინვესტიციების დაგეგმარების მიმართულებით; ბატონ მაურიტიუსს ასევე უკავია დასავლეთის ფინანსური ორგანიზაციების და კორპორაციების მრჩევლისა და ჰოლანდიის ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური განვითარების საბჭოს წევრის თანამდებობებს

