შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტის - CERTUS-ის ფარგლებში გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატის მფლობელებს ენის გამოცდის ჩაბარების ვალდებულება აღარ ექნებათ შემდეგი უმაღლესი სასწავლებლების - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად. (იხ.ბმული) http://naec.ge/#/ge/post/1734