შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით მაგისტრანტობის/დოქტორანტობის კანდიდატებისათვის
საბუთების მიღება: 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით.
(27 აგვიტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაგისტრანტობის კანდიდატებზე ვრცელდება 20% ფასდაკლება თითოეულ სასწავლო წელზე)
ელექტრონული რეგისტრაცია / საბუთების მიღება
მაგისტრანტობის/დოქტორანტობის კანდიდატმა აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროს მითითებულ ლინქზე: რ ე გ ი ს ტ რ ა ც ი ა
და საბუთები წარმოადგინოს 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტში.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
საბუთების ჩამონათვალი:
1. აპლიკაციის ფორმა ( ჩამოტვირთეთ მითითებული ლინქიდან) აპლიკაციის ფორმა
2. პასპორტის ასლი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში პირადობის მოწმობის ასლი;
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი,ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესამაბისი ხარისხის მინიჭების შესახებ; უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
4. დიპლომის დანართის, ასეთის არარსებობის შემთხვევაში ნიშნების ფურცელის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
5. საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ასეთის არარსებობის შემთხევაში სამაგისტრო საგამოცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი (მაგისტრანტობის აპლიკანტებისათვის)
6. სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
7. ორი ფოტოსურათი, ელ. ვერსიასთან ერთად (CD);
8. რეზიუმე(CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე;
9. საკვლევი თემის გეგმა (Research Proposal) - (მხოლოდ დოქტორანტობის კანდიდატებისათვის).
ზემოთ ჩამოთვლილი საბუთები ამობეჭდილი სახით (მითითებული დოკუმენტები ნოტარიულად დამოწმებული) უნდა წარმოადგინოთ 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით!
მისაღები გამოცდების თარიღები
მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის:
ინგლისური ენა: 17 სექტემბერი - 18:30 B 004; B 101
სპეციალობა: 18 სექტემბერი - 18:30 B 004 B 101
დოქტორანტურის კანდიდატებისათვის:
ინგლისური ენა: 17-18 სექტემბერი, 18:30 B004; B 101
ინტერვიუ-გასაუბრება: 24-25 სექტემბერი, 18:30 A101; B101
___________________________________________________
სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტი
Institute of Postgraduate Studies
E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.